Friday, December 11, 2009
Saturday, November 28, 2009
ნუ მოწევთ! გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!
1. პროექტის სახელი: თამბაქოს მოწევა- უარი მომავალზე
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მთავარი მიზანია; გააცნოს მოსწავლეებს თამბაქოს მავნებლობის შესახებ; ინფორმაციის მოძიებისას გაიაზრონ მისი შეუთავსებლობა ჯანსაღი ცხოვრების წესთან.
3. პროექტის სრული აღწერა- მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად. მიეცემათ დავალება;
პირველი ჯგუფი მოიძიებს მასალას თამბაქოს ისტორიის შესახებ; მსოფლიოს რომელ კუთხეში
გამოჩნდა, როგორ გავრცელდა, სად ხარობს , მოიპოვება და იწარმოება დღეს.
შეიძლება ეს ინფორმაცია წარმოადგინონ მსოფლიო რუკის სახით.
მეორე ჯგუფი ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად შეისწავლიან და ახასიათებენ მცენარეს ,,,წარმოადგენენ მის თვისებებს, როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. შეიძლება ეს ინფორმაცია წარმოადგინონ ნახატის, გრაფიკული გამოსახულებით,ან ვიდეო ფილმის სახით.
შეიძლება მაღალმთიან სოფლებში მოიძიონ თვითონ მცენარეც.
მესამე ჯგუფი- მოიძიებს სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოში მწეველ და არამწეველ ახალგაზრდებში ცხოვრებისეული მიღწევების,წარმატებების უბრალოდ ოჯახური ცხოვრების მოწყობის ჯანმრთელი მომავალი თაობის შესახებ.
ამ ინფორმაციას ისინი წარმოადგენენ სტატისტიკური გამოკვლევების მონაცემებზე დაყრდნობით.
მოწვეული ექიმი ნარკოლოგი /სასურველია მშობელი/ მოუთხრობს მოსწავლეებს თამბაქოსმავნეობის შესახებ,იმ სავალალო შედეგებზე რაც მწეველი მშობლების შვილების ჯანმრთელობაზე აისახება,ხელს უშლის მათნორმალურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას.
4. მონაწილეთა ასაკი: მეცხრე კლასის მოსწავლეები.
5. ვადები: ორი კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პრეზენტაცია- ჯგუფური მუშაობის შედეგები პლაკატების სურათების სქემების ვიდეო ფილმის საშუალებით იქნება წარმოდგენილი.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მიიღებენ იმ ინფორმაციას რაც მათთვის აქამდე უცნობი იყო. გაუზიარებს სხვასაც. ეჩვევა ჯგუფში მუშაობას ,ეძებს და იკვლევს ახალ ინფორმაციას.ღებულობს ცოდნას,გადასცემს სხვას.
8. სარგებელი სხვისთვის:პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები ურთიერთობისას ეცნობიან და აცნობენ სხვებსაც თამბაქოს მოწევის მავნებლობას.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან: არა.
11. საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგიასთან.
12. პროექტის ფასილიტატორი: ნინო ებრალიძე.
13. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: n.ebralidze1@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)